geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ფსიქიკური ჯანმრთელობის კვირეული, მაისი 2022

მაისი ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეა ამერიკასა და ევროპაში. სწორედ ამ თვის განმავლობაში, კერძოდ, 25-31-მაისის კვირაში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სხვადასხვა აქტივობა იგეგმება.

25 მაისი: ფსიქიკური ჯანმრთელობის მნიშვნელობა (ბლოგი - ციფრული მასალა საიტისა და სოც. ქსელისთვის) თსუ საკონსულტაციო ცენტრის ფსიქოლოგები;

27 მაისი: დაბრუნება იზოლაციიდან რეალობაში (კვლევების მიმოხილვა-ციფრული მასალა) - მარიამ ფანჯიკიძე, ფსიქოლოგი;

27 მაისი - დაბრუნება იზოლაციიდან რეალობაში - ეფექტური კომუნიკაცია (ვიდეო-როლიკი) - ქ-ნი თამარ გაგოშიძე, თსუ ფსიქოლოგიისა განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი;

30 მაისი - ბრაზის მართვის ტრენინგი - მარიამ ფანჯიკიძე;

30 მაისი - ინფორმაცია ფსიქოლოგიური ტრავმის შესახებ (ციფრული მასალა) თსუ საკონსულტაციო ცენტრის ფსიქოლოგები;

31 მაისი - სტრესის მართვა (ბუკლეტები) თსუ საკონსულტაციო ცენტრის ფსიქოლოგები.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფსიქიკური ჯანმრთელობის კვირეულს აღნიშნავს  ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ERASMUS+ CBHE ინსტიტუციური განვითარების პროექტის „ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრების გახსნა სტუდენტებისთვის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში (E-PSY)" ფარგლებში. პროექტის  მიზანია საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სტუდენტთა ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრების ჩამოყალიბება და ხელშეწყობა.

თარიღი: 23/05/2022